ვხრი თვალების მზესუმზირებს, მზეს ვუმზირე, მზე ჩავყლაპე გულში, ხორბლის მარცვალივით, ყურძნისფერი ცრემლი ლოცვას ავუმძივე, გულისპირზე ჩამოვღვარე, ნაწნავივით... ამ წამივით ტკბილო, ჩემო, საღიმილევ, მეღიმილე, გკოცნი ცხელი ამბორებით, მაპატიე, რაც აქამდე – არ გიხილე, მაპატიე, რაც აქამდე – არ მოვედი! ეჰე, ჰე, ჰეეე!.. – ეს რამხელა ძახილია, ცა აელვდა, ამოგებულ მახვილივით, ახლა გული ცხენს შებმული მარხილია და ხმოვნები უკიდია ხანძრებივით!!! ა... ე... ი... ო... უ...მძაფრესი ძახილია, ვგრძნობ მდუღარედ ატირებულ მაგდალინელს, თმაგაშლილი ქრისტეს ფხრთით დახრილია და თმებს ცრემლის ნაკვალევზე არონინებს... მარონინეთ ნაზარეთის ორღობეში, ვიდრე კართან მივადგები ნაზარეველს... თითქოს, ნელა ვბრუნდებოდე ბავშვობებში და გზადაგზა ვბუტბუტებდე აღსარებებს... თითქოს, ქოხში, გამომქრალი ცეცხლის პირას, მელოდება, ვინც აქამდე არ ვიცოდი, ვინც ამ ღამით ჩემს გამო არ დაიძინა და სჯეროდა, და სჯეროდა ჩამი მოსვლის! მამააა!.. - გულში მხოლოდ შენთან ძახილია... ვგრძნობ მდუღარედ ატირებულ მაგდალინელს, თმაგაშლილი ქრისტეს ფეხრთით დახრილია და თმებს ცრემლის ნაკვალევზე არონინებს... |
Friday, March 8, 2024
სინანულის საიდუმლო
Subscribe to:
Comments (Atom)
სინანულის საიდუმლო
ვხრი თვალების მზესუმზირებს, მზეს ვუმზირე, მზე ჩავყლაპე გულში, ხორბლის მარცვალივით, ყურძნისფერი ცრემლი ლოცვას ავუმძივე, გულისპირზე ჩამოვღვარე...
-
აღმართს მოვუყვები შენკენ , ლამარია , სისხლის მდინარე მაქვს - ურჩი არაგვივით . ლილეეეე !.. სიყვარულმა ისე გადამრია , გული ...